Thursday, December 13, 2018

როგორ აკეთებენ ორგანიზმების გენების მოდიფიცირებას?

წარმოვიდგინოთ, რომ მკვლევარებს სურდათ გენური ინჟინერიით შეექმნათ სიმინდი, რომელიც მავნებლებს გაუძლებდა. 
 მათი ქმედებების ძალიან გამარტივებული ჩამონათვალი:
1. პირველ რიგში, მეცნიერებმა უნდა იპოვონ იმ თვისების მქონე ორგანიზმი, რა თვისებაც სურთ, რომ მათ სიმინდს ჰქონდეს. ჩვენს მაგალითში, მათ მიაგნეს პროტეინს ნიადაგის Bt-ბაქტერიაში, რომელიც კლავს სიმინდის ხოჭოს მსგავს მავნებლებს და, თანაც, ძუძუმწოვრებისთვის უსაფრთხოა (ფერმერები ათწლეულებია, რაც Bt-ს იყენებენ შესაწამლად).
2. შემდეგ, ისინი ამოიღებენ დნმ-ს ნიადაგის ბაქტერიისგან. ამის მრავალი მეთოდი არსებობს.
3. ცხადია, მეცნიერებს არ სჭირდებათ ბაქტერიის მთლიანი გენომი, მათ მხოლოდ კონკრეტული გენი აინტერესებთ, რომელიც მავნებლების მკვლელი Bt-პროტეინის წარმოებას განაგებს. ამიტომ, ისინი იწყებენ ე.წ. გენის კლონირების პროცესს, რათა მოახდინონ Bt-გენის იზოლირება და მისი მრავალი ასლის შექმნა. 
4. შემდეგ, მეცნიერებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ამ გენის შეცვლა სურთ. ეს სპეციალური დანადგარის დახმარებით ხდება, რომელიც გენს ფერმენტებით ხლეჩს და მხოლოდ კონკრეტულ ადგილებს აღადგენს. მაგალითად, ამ მეთოდით შეიძლება მიიღონ ისეთი გენი, რომელიც მხოლოდ მწვანე ფოთლებს გამოამუშავებინებს მკვლელ პროტეინს.



5. ახლად შექმნილი “ტრანსგენი” უკვე მზადაა სიმინდის დნმ-ში მოსახვედრად. ამის რამდენიმე გზა არსებობს. თუმცა, შესაძლოა, პროცესის განმეორება რამდენიმე ასეულჯერ იყოს საჭირო, სანამ ტრანსგენი წარმატებით “ჩაჯდება” სიმინდის დნმ-ში.
6. როდესც Bt-გენი წარმატებით მოხვდება სიმინდის უჯრედში და ამ უჯრედებიდან ახალ მცენარეს გამოზრდიან, გენური ინჟინერია დასრულებულია. ამის შემდეგ, ახალი სიმინდი სხვა სპეციალისტებს გადაეცემათ, რომლებიც უფრო ტრადიციული გზით, სხვა სიმინდებთან შეჯვარებით, დამატებით თვისებებს გამოიყვანენ.

No comments:

Post a Comment

როგორ ხდება გმო-ს შემცველი პროდუქტების აღნიშვნა?

არგუმენტები სავალდებულო მანიშნებლის მოთხოვნაზე: სავალდებულო წარწერის კანონის მხარდამჭერები, მათ შორის, ნატურალური საკვების მწარმოებლები დ...