განვასხვავოთ გენური ინჟინერია საკვების წარმოების ტრადიციული მეთოდებისგან.
ადამიანები ათეულობით ათასი წელია, შერჩევით და ხელოვნურად აჯვარებენ მცენარეებსა და ცხოველებს სასურველი თვისებების მქონე ჯიშების მისაღებად. მაგალითად, დღევანდელი სიმინდი ფერმერებმა და მეცნიერებმა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩამოაყალიბეს, რათა ყოფილიყო უფრო დიდი, ყოველ თავთავს ჰქონოდა უფრო მეტი მარცვალი და გაზრდილიყო სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ცხადია, სიმინდის გენი ამ პროცესმაც მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგრამ როგორც წესი, ამას “გენურ ინჟინერიად” არ თვლიან.
გენური ინჟინერია, ჯიშის გამოყვანისგან განსხვავებით, დნმ-ის მანიპულირებას პირდაპირ ახდენს და მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა შესაძლებელი. როგორც წესი, არსებობს ორი განსხვავებული მეთოდი:
1) ცისგენოზი, რომელიც ისეთი ორგანიზმების გენების “გაცვლას” გულისხმობს, როგორებიც ისედაც შეჯვარდებოდნენ (მაგალითად, ერთი ხორბლის მეორე ხორბალთან);
2) ტრანსგენოზი, რომლის დროსაც, სასურველი თვისებების მისაღებად, კარგად გამოკვეთილი გენების გადატანა ერთი სახეობიდან მეორეში ხდება (როგორც ჩვენს მაგალითში იყო — ბაქტერიიდან სიმინდზე).
საბოლოოდ, გენური ინჟინერია იმავე მიზნის მიღწევას ცდილობს, რასაც ჯიშის ტრადიციული გამოყვანა — შექმნას სასურველი თვისებების მქონე მცენარეები და ცხოველები. მაგრამ გენური ინჟინერია უფრო დეტალური კონტროლის საშუალებას იძლევა. ასევე, იგი უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციულად გამოყვანა და ისეთ სახეობებს აცვლევინებს გენებს, რომლებიც სხვანაირად არ იქნებოდნენ თავსებადი.
No comments:
Post a Comment