Thursday, December 13, 2018

გენმოდიფიცირებული საკვების ჭამა უსაფრთხოა?

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ გმო-შემცველი საკვები საზიანოა. 



გავრცელებული შეხედულება უსაფრთხოებაზე ასეთია:

უკვე ათწლეულებია, მსოფლის გარშემო მილიარდობით ადამიანი მიირთმევს გენმოდიფიცირებულ საჭმელს ყოველგვარი შემჩნევადი გვერდითი ეფექტების გარეშე. ასევე, მრავალი სამეცნიერო კვლევა ადგენს, რომ ამჟამად ბაზარზე არსებული გმ-მარცვლეული არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტ საფრთხეს, ვიდრე — ჩვეულებრივი.
აი რა განაცხადა სამეცნიერო წინსვლის ამერიკულმა ასოციაციამ (AAAS) 2012 წელს: “მეცნიერება ცხადად ადგენს: მარცვლეულის გაუმჯობესება ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მოლეკულური მეთოდებით უსაფრთხოა”.
ასევე, 2010-ში ევროკომისიამ შეისწავლა ათწლეულის მანძილზე ნაგროვები დამოუკიდებელი კვლევების მასალები და დაასკვნა, რომ “გმო-მეთოდი არ არის გამოყვანის ტრადიციულ მეთოდებზე სარისკო”.
რას ნიშნავს ეს: ჯიშების ტრადიციული გამოყვანით ცხოველების და მცენარეების გენები დიდი ხანია იცვლება და ეს საკმაოდ “ჭუჭყიანი” პროცესია. შემთხვევითი მუტაციის და მოულოდნელი შედეგების რისკი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, მარცვლეულის სპეციალისტები დიდი ხანია იყენებენ რადიაციას, რათა გამოიწვიონ მუტაცია და გაზარდონ სასურველი თვისებების მიღების შანსი.
ამიტომ, მეცნიერთა დასკვნების უმეტესობა ამბობს, რომ როდესაც საუბარია უსაფრთხო საკვებზე, გენების შესაცვლელად გენური ინჟინერიის გამოყენება არ არის იმაზე სარისკო, ვიდრე გამოყვანის ტრადიციული მეთოდებია.

განსხვავებული აზრი

მეცნიერთა უმრავლესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ გმო-ს შემცველი საკვების უსაფრთხოდ გამოცხადებამდე, უფრო მეტი კვლევაა საჭირო. ისინი თვლიან, რომ გენურ ინჟინერიას შეიძლება მოჰყვებოდეს ისეთი თანმდევი მოვლენები, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უპოვიათ.
მაგალითად, AAAS-ს განცხადების საპირისპიროდ, 21 მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჰერბიციდების მომატებულად გამოყენებას შეიძლება ისეთი გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, რომელზეც ჯერ არც კი გვსმენია. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პესტიციდებს “ჩვეულებრივ” მარცვლეულზეც იყენებენ. ასერომ, მხოლოდ “გმო”-იარლიყის არსებობა, სრულად არ გაძლევთ საჭირო ინფორმაციას).

ალერგიები

კიდევ ერთი ხშირი შეკითხვა ალერგიებს ეხება. დნმ-ის ერთი ორგანიზმიდან მეორეში გადატანით, შესაძლოა, საკვებში ახალი ალერგენები გამოჩნდეს. კომპანიები ხშირად ტესტავენ ახალ პროდუქტებს ალერგენებზე, მაგრამ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ყველა უცნობ ალერგენზე შემოწმება, შეუძლებელია.

No comments:

Post a Comment

როგორ ხდება გმო-ს შემცველი პროდუქტების აღნიშვნა?

არგუმენტები სავალდებულო მანიშნებლის მოთხოვნაზე: სავალდებულო წარწერის კანონის მხარდამჭერები, მათ შორის, ნატურალური საკვების მწარმოებლები დ...